წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ჩვენი სკოლაც შეუერთდა. ამ პროექტში დაახლოებით 10 მოსწავლე ჩავერთეთ, ჩვენი მიზანი იყო პატარა მოსწავლეებისთვის დაგვენახებინა წიგნის კითხვის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ქართული ენის პედაგოგებთან მოლაპარაკების შედეგად ყველა ასაკობრივ დონესთვის შესაბამისი ნაწარმოები შეირჩა და მათზე უფროსმა თანასკოლელებმა წავუკითხეთ, ერთად გავარჩიეთ და უკუკავშირიც მივიღეთ. მანამდე გამოვყავი 3 საათი, ჯერ თავად შევისწავლე ნაწარმოები და დავგეგმე გაკვეთილი. ეს პროექტი ჩავატარეთ 14კლასში, რაც მინიმუმ 280 მოსწავლეს გულისხმობს, თითოეულ კლასში 30 წუთი გრძელდებოდა, მე შევედი 6 კლასში (3 საათი). შედეგად ბავშვებში, ცნობიერებასთან ერთად, ავამაღლეთ წიგნის კითხვის მოტივაცია, შეისწავლეს კონკრეტული ნაწარმოებები, გამოიმუშავეს მსჯელობისა და ჯანსაღი დისკუსიის გამართვის უნარი.
