პროექტი
პროექტის აღწერა
ჰელენ კელერი წერდა: ,,განათლების უმთავრესი შედეგი ტოლერანტობაა". შეუძლებელია ჰელენს არ დავეთანხმოთ. ტოლერანტობა, ადამიანის უმაღლესი ზნეობის გამოვლინება, განათლების შედეგია, განათლების აკვანს კი სკოლა წარმოადგენს. სწორად ამიტომ, ტოლერანტობა ანუ სხვა, რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა, ბავშვებს უნდა შთავაგონოთ სკოლის პერიოდიდანვე.
ამ მიზნით, ჩემი და ჩემი მეობრების მიერ დაარსებულმა კლუბმა ,,არტია" , 147-ე საჯარო სკოლის, 5-7 კლასელებისთვის მოაწყო პატარა ტრენინგი ტოლერანტობის შესახებ. შეხვედრა უფრო სახალისო რომ ყოფილიყო უმცროსკლასელებისთვის, გადავწყვიტეთ კინოსეანსის მოწყობა, ბავშვებს ვაყურებინეთ ფილმი ,,საოცრება" (ჩვენც მათთან ერთად ვისიამოვნეთ ფილმის ყურებით). ვფიქრობ, ფილმმა მათ გაუღრმავა ტოლერანტობის შეგრძნება და რაიმე ნიშნით განსხვავებული თანაკლასელების მიმღებლობა.
ვიმედოვნებ, მსგავსი პროექტები დადებითად აისახება უმცროსკლასელებზე და ჩვენ მიერ შეტანილი მცირედი წვლილით, დადგებიან ღირსეული, სასახელო და საამაყო ადამიანები.