პროექტის დეტალი

თანატოლი თანატოლისთვის • Peer to peer tutoring

გამოყვეყნების თარიღი: Oct 28, 2020 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტის „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში“ ფარგლებში ჩავერთე საგანმანათლებლო აქტივობაში „თანატოლი თანატოლისთვის“, რომლის მიზანი თანატოლებისთვის პანდემიის პირობებში აუთვისებელი სასკოლო მასალის სწავლაში დახმარება გახლდათ. რადგან პანდემიის გამო ბევრმა სკოლამ ვერ შეძლო სრულყოფილად სასწავლო მასალის მიწოდება მოსწავლეთათვის, ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც ბევრი იყო. რამდენიმე მოხალისესთან ერთად, აგვისტოდან მეც აქტიურად დავიწყე ონლაინგაკვეთილების ჩატარება და 2 თვის მანძილზე და ჯამში 4 მოსწავლეს დავეხმარე ინგლისურში, ქართულსა და მათემატიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო გაკვეთილების ონლაინსივრცეში წარმართვა, ვფიქრობ, ეს 2 თვე მაინც ძალიან ნაყოფიერი იყო როგორც ჩემთვის, ისე პროექტის მონაწილეთათვის - პირადად მე შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება და ბედნიერება, რადგან ჩემს ცოდნას ვუზიარებდი თანატოლებს, რომლებმაც თავის მხრივ, გამოიჩინეს ინტერესი და მთელი მონდომებით იმუშავეს იმ საგნებში, რომლებშიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დახმარება.