პროექტის დეტალი

სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობაა

გამოყვეყნების თარიღი: Apr 20, 2024

პროექტის აღწერა

XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად კვლავ რჩება ეკოლოგიური პრობლემები, რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბინძურებული გარემო. დაბალია პასუხისმგებლობის განცდა და მოქალაქეობრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოსწავლეებში ასევე თემში. ნაკლები ჩართულობა, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება იწვევს გარემოზე ნაკლებ ზრუნვას, მის დაბინძურებას და საფრთხის მომცველი კერების შექმნას ჩვენს გარშემო. 

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოიტანა უამრავი პლასტმასის, ცელოფნის თუ ელექტრონული ტექნიკის გამოყენება და ჩვენი დაუდევრობის გამო მათი უდიდესი ნაწილი ხვდება გარემოში, ამიტომ გარემოს დაბინძურება მსოფლიოში კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. განვითარებადი ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც მყარი ნარჩენების მართვა რეგიონულ თუ ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს, ფინანსურ თუ გარემოსდაცვით პრობლემებს უკავშირდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც სოფელი ზემო მაჩხაანია. სად აღარ შეხვდებით პლასტმასის, ქაღალდის, ცელოფნის თუ თუნუქის ნარჩენებს. ტროტუარებზე, სოფლის ცენტრში (მოსახლეობის თავშეყრის ადგილია), გზისპირებსა თუ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სოფელში პრობლემა მეტად აქტუალურია და გვიწევს ცხოვრება ისეთ გარემოში, სადაც ყოველ კვადრატულ მეტრზე ყრია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

ამიტომ, პროექტის ,,სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობაა" ფარგლებში წამოვიწყე ,,მწვანე კამპანია'', ,,ერთად გარემოსთვის'', გავერთიანდით ახალგაზრდები, ჩვენი მიზანია ავიყოლიოთ არა მარტო ახალგაზრდობა, არამედ სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ერთად დავეხმაროთ დედამიწას, რომ გახდეს უკეთესი ადგილი საცხოვრებლად. 

პროექტის ფარგლებში:

• მოეწყო დასუფთავების აქცია. ნარჩენებისგან გაიწმინდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფლის სკვერი და გზის პირები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს აქტივობა ტრადიციად ჩამოყალიბდება და მოხდება მისი ყოველკვირეულად განხორციელება.

• დარიგდა მთელი სოფლის მასშტაბით საინფორმაციო ბუკლეტები გარემოს დაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით.

• ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დავაორგანიზე ფილმის ჩვენება დაწყებითი კლასის ბავშვებთან, ვინაიდან ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდან არის საჭირო. მათ ნახეს სახალისო, შემეცნებითი მულტფილმი ,,ჟირაფი ჟოზე: გავუფრთხილდეთ დედამიწას“, რომელიც გაგრძელდა აქტივობით, რა დროსაც ერთმანეთს გაუზიარეს მულტფილმიდან გააზრებული ინფორმაცია; ასევე უფროსკლასელებმა ნახეს ფილმი ,,ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა''. ამის შემდეგ კი გაიმართა ღრმა დისკუსია მათ შორის.

• გავამწვანეთ, დავრგეთ ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

• ჩავატარე მინი საველე ლექცია თემებზე:

   * პოლიმერული მასალების დაშლის მდგრადობა.
   * მეტალებით ნიადაგის დაბინძურება.
   * გარემოს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების შემცირების გზები. 

 


 
 
 
 


პროექტის ავტორი
, კახეთი