პროექტის დეტალი

"STEAMinist" (მეცნიერ ქალთა კვირეული)

გამოყვეყნების თარიღი: Feb 17, 2023

პროექტის აღწერა

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა ამასთან დაკავშირებით გავმართე კვირეული სახელწოდებით "STEAMinist".
კვირეულის ფარგლებში განცორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • რამდენიმე პრეზენტაცია სკოლის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან. პრეზენტაციების ნაწილი შეეხებოდა მეცნიერ ქალთა გაცნობას, ხოლო მეორე ნაწილი იმ შესაძლებლობებს, რომელიც დღეს აქვთ მოზარდებს, რომ მათი STEAM უნარები იყოს გამოვლენილი.
  • ფილმის ჩვენება მარი კიურის შესახებ. იმ სირთულეების განხილვა რაც მას შეხვდა და გადაჭრის გზების შეფასება.
  • სოციალური კამპანია, რათა ჩვენი Facebook გვერდის გამომწერებისთვის წარგვედგინა ცნობილი ქალი მეცნიერები. 


პროექტის ავტორი
, იმერეთი