პროექტის დეტალი

სპექტაკლი "თავისუფლებიდან თავისუფლებამდე"

გამოყვეყნების თარიღი: Aug 18, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამხსოვრებელი აქტივობა იყო საქველმოქმედო, სრულიად მოხალისეობრივი სპექტაკლი „თავისუფლებიდან თავისუფლებამდე“ რომელიც სრულად მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს.

პროექტის შესახებ ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებაში, სახელოვნებო კლუბის „კრეატორიას“ დახმარებით გავავრცელე. მოხალისე მსახიობებმა შერჩევის ეტაპის შემდეგ, რომელიც სკოლის თვითმმართველობასთან ერთად გავიარეთ, დაიწყეს სპექტაკლის სცენარზე მუშაობა.

სამუშაო სივრცეთ სკოლის სააქტო დარბაზი გამოვიყენეთ, რომელიც სკოლის დირექციამ მოლაპარაკებების შედეგად დაგვითმო. ხანგრძლივი მოხალისეობის შემდეგ სპექტაკლის პრემიერა შედგა ხოლო ბილეთებით შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდა ბავშვთა სახლის საჭიროებების დაკმაყოფილებას, ხოლო ნაწილი გადაეცა სკოლის თვითმმართველობის ხაზინას რათა მათ გააგრძელონ მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება.

შედეგად პროექტმა გააერთიანა 10 მოხალისე მსახიობი და 5 ორგანიზატორი მოხალისე. ხოლო გაყიდული ბილეთების რაოდენობამ შეადგინა 245 ერთეული. 


სპექტაკლი
პროექტის ავტორი
სამეგრელო ზემო სვანეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მე ნიკოლოზი ვარ, ერთ ერთი ახალგაზრდა მოხალისე ფოთიდანმოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული 13 წლის ასაკიდან და თამამად შემიძლია ვთქვა ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა საუკეთესო და მრავალფეროვანი გამოცდილება.ამ საქმიანობამ უდიდესი... განაგრძეთ კითხვა