



ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვის, ემპათიის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის,უნივერსალური ეთნიკური ღირებულებებისა და მოხალისეებში შემოქმედებითი იდეების წახალისების მხარდასაჭერად არაფორმალურ გარემოში პროექტი "შექმენი შენი ხელებით" 2020-2021 სასწავლო წლიდან დღემდე განსხვავებული ინიციატივებით გრძელდება. ამ ეტაპზე, მოხალისეებმა საკუთარი ხელით შექმნეს სააღდგომო დეკორაციები, კაფე-საკონდიტრო "კაპუჩინოში" დაესწრნენ სადღესასწაულო პასკების ცხობის პროცედურებს და 2 მაისს, ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პაციენტები მოინახულეს და მიულოცეს აღდგომის დღესასწაული