რამდენიმე სოციალური აქცია დავაორგანიზეთ ეკოკლუბმა, შობა-ახალი წლისთვის მარტოხელებს, ხანდაზმულებს , სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას და შშმ პირს, საახალწლო ტკბილეული და აქსესუარები მივუტანეთ,აქცია როგორც ყოველთვის ჩვენი სასკოლო სტარტაპის და მწვანე მეწარმეობიდან შემოსული თანხით დავაფინანსეთ, ჩვენი მიზანი თემში სოციალური უთანასწორობის შემცირებაა, გარდა ამისა ხანდაზმულებმა და მარტოხელებმა გვინდა იგრძნობ რომ მარტო არ არიან და ახალგაზრდებს ახსოვთ და ცდილობენ მათ სოციალურ-ემოციურ მხარდაჭერას. იანვარში ,თემში ჩვენი სოციალური აქციით ისარგებლა 20 მდე ადამიანმა.
ვაწარმოეთ ქრაუდფანდინგის კამპანია, მულტიფუნქციური სივრცის მოსაწყობად,ჩავწერეთ სამოტივაციო ვიდეორგოლი,სადაც ხაზს ვუსვამდით განსხვავებული სივრცის არსებობის აუცილებლობას ჩვენი სკოლისთვის,გავავრცელეთ აღნიშნული ვიდეორგოლი სოციალურ მედიაში.
