პროექტის აღწერამიზეზი განაპირობა შემდეგმა პრობლემამ: ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ადამიანებს რომელთაც სჭირდებათ მატერიალური და არამატერიალური დახმარება, თანამოსაუბრე და ადამიანი ვინც შეძლებს გაულამაზოს ცხოვრება მცირედით მაინც. მათი ყოველდღიური ყოფა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა ამ პრობლემას, მოვიძიე ჩემს გარშემო მყოფი ოჯახები, რომელთაც სჭირდებოდათ მსგავსი ტიპის დახმარება და დავიწყე სხვადასხვა აქტივობის განხორციელება. პროექტი ახალი დაწყებულია თუმცა მე უკვე ვეხმარები 5 სოციალურად დაუცველ პირს. აქტივობების სიხშირე- ვცდილობ კვირაში ერთხელ დავეხმარო თითოეულ ადამიანს. ჩემი აქტივობები მოიცავს: მატერიალურ დახმარებას (სურსათი,ტანსაცმელი, სათამაშოები...) არამატერიალურ დახმარებას (ვგულისხმობ ფიზიკურ შრომას, მაგ.: ვეხმარები დალაგებაში, წამლების და პროდუქტების მოტანაში...) და ვცდილობ მათ გამხიარულებას (ვესაუბრები სხვადასხვა თემაზე, დამაქვს ჩემი გიტარა, ვუკრავ, ვმღერი, თუ ოჯახს აქვს ფორტეპიანო ამ შემთხვებაშიც ვუკრავ ქართულს სიმღერებს და ვუმღერი მათ). პროექტის განხორციელების პერიოდში ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა, მომიხდა ისეთი რაღაცეების გაკეთება რაც ადრე არ გამიკეთებია (სახლის დალაგება, დაუნის სინდრომის მქონე ადმიანთან ახლო ურთიერთობა და ა.შ.) პროექტის მიზანია ადამიანების უანგარო დახმარება და მათი ცხოვრების გალამაზება. უკუშედეგი იყო ის, რომ მე მივიღე უდიდესი სიამოვნება და თავი ვიგრძენი საჭიროდ და სასურველად სხვისთვის. მომავალში მსურს ჩემს პროექტში გავაერთიანო სხვა მოხალისეებიც.