პროექტის დეტალი

შრომითი უფლებები

გამოყვეყნების თარიღი: Aug 12, 2022

პროექტის აღწერა

პროექტის ,,ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის" მონაწილეებმა, ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოკვლევის საფუძველზე, სათემო ინიციატივა განახორციელეს.
,,გენდერული თანასწორობა და შრომითი უფლებები" ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შრომითი უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლეს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსაქმებლების, დასაქმებულებისა და სამსახურის მაძიებელი ახალგაზრდებისთვის შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. სესიის ძირითადი ნაწილი დაეთმო დისკუსიას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესახებ, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.
ინიციატივის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურებიც, რომელიც ახალგაზრდებმა ადგილობრივ მოქალაქეებს დაურიგეს.


პროექტის ავტორი
, იმერეთი

მე ვარ ლიკა გვალია,ჰელფინგ ჰენდის მოხალისე,თანასწორ-განმანათლებელი.მოხალისეობა ეს არის შესაძლებლობა,სხვების დასახმარებლად გამოვიყენო ჩემი დრო და უნარ-ჩვევები. ამ დროს ვაცნობიერებ რომ ჩემი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია ადამიანების ცხოვრ... განაგრძეთ კითხვა