პროექტის დეტალი

შექმენი და აწარმოე საქართველოში!

გამოყვეყნების თარიღი: Jun 25, 2022 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

წეროვანში მოხალისეებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან გაიგეს ,რომ გარდა  კომპანია ,,ტენესი", აქვე ფუნქციონირებდა  - ლოკოკინის და მუყაოს გადამამუშავებელი საწარმოები,მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ობიექტები კვირად დღეს ისვენებენ.. მოსწავლეთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე მორიგი ვიზიტის დროს  ორივე საწარმოში წინასწარი შეთანხმების შემდეგად  ,,დაიჯავშნა ვიზიტი". ცნობისმოყვარე  მოხალისეებს უამრავი კითხვა გაუჩნდათ მუყაოს გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორთან,ქარხანა 2009 წლიდან არსებობს და მუყაოს იბარებს როგორც მოსახლეობისგან,ასევე სუპერმარკეტებიდან.  ,მუყაოს,,მთების" გროვა  ღია ცის ქვეშ ერთი შეხედვით უჩვეულო სამნახაობას წარმოადგენდა. უდიდესი შენობა,დანადგარები, ტექნიკა,უზარმაზარი რულონები ... ასე გამოიყურება  საწარმო, რომელიც უამრავ მუყაოს აცილებს გარემოს და იცავ დაბინძურებისგან....რამდენიმე ეტაპის  გავლით მიღებული ქაღალდს პრესავენ და აკეთებენ ე.წ...კარნიზებს" ღვინის ბოთლების უსაფრთხოდ გადატანისთვის, 

რაც შეეხება ლოკოკინების გადასამუშავებელ საწარმოს,დიდი ინტერესის მიუხედავად რამდენიმე მოხალისემ ვერ შეძლო შემოსვლა სპეციფიკური სუნის გამო. . მენეჯერის თქმით ძალიან მალე დასრულდება ყველა სამუშაო და 150-200 ადამიანი დასაქმდება სამომავლოდ.რამდენიმე ფაზიანი დანადგარი  ბერძნულია და პროდუქტიც ევროპულ ქვეყნებში გააქვთ..ჩვეულებრივი ვაზის ლოკოკინა ანუ Helixs Lucorum, არ ითვლება მავნებლად, სეზონურად აგროვებს მოსახლეობა,მაგრამ რესტორნების ქსელი მოთხოვნას ვერ აუდის,ამიტომ სპეციურად შენდება ლოკოკინის ფერმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დამუშავების სტადიები კი ასეთი თანმიმდევრობით მიმდინარეობს-- მარილწყალში გატარება, ლორწოს მოცლა(პარფიუმერიისთვის),,დაკლული" და გამოწალული ლოკოკინების ცელოფანის პარკში დაფასოება და გაყინვა, ნიჟრაების გამოწვა სიმტკიცის მისანიჭებლად; დელიკატესად აღიარებული ლოკოკინას ხორცი ძირითადად საბერძნეთსა და იტალიაში იგზავნება.

ასეთი საწარმოების სიმრავლე  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.