25 მაისს მოეწყო შეხვედრა ზერტის საჯარო სკოლის VII ა კლასის მოსწავლეებთან. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
კოვიდ 19, მისი წარმოშობა, გავრცელება, პრევენციის გზები
ჯანსაღი სკოლა
ჯანსაღი კვება
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და გააზიარეს თავიანთი გამოცდილება, კოვიდის პრევენციის გზებთან დაკავშირებით, აგრეთვე ერთად გამოვავლინეთ კოვიდის ძირითადი სიმპტომები.
შეხვედრა დასრულდა ძალიან სახალისო, საინტერესო და ინფორმაციული თამაშით. ონლაინ ფორმატის გამო, მცირე ცვლილებით, მაგრამ გამოვლინდა ამ შემთხვევაში გამარჯვებული ჯგუფიც. გაიმარჯვა გოგონების გუნდმა, თამუნა ცარიელაშვილის ლიდერობით. მათ 26 ქულით მეტი მიიღეს, ვიდრე ბიჭების გუნდმა, კახი ვარდანაშვილის კაპიტნობით.
შეხვედრას ესწრებოსა 7 მოსწავლე.