20 მაისს, თიმსში მოეწყო შეხვედრა ზერტის საჯარო სკოლის V ბ კლასის მოსწავლეებთან.
განვიხილეთ შემდეგი თემები:
კოვიდ 19,მისი წარმოშობა, გავრცელება, პრევენცია;
ჯანსაღი სკოლა;
ჯანსაღი კვება.
შეხვედრას ესწრებოდა 12 მოსწავლე. ისინი აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და გააზიარეს თავიანთი გამოცდილება კოვიდისგან თავის დაცვის შესახებ.