6 ივნისს, მოეწყო შეხვედრა ზერტის საჯარო სკოლის მე-3 ა კლასის მოსწავლეებთან. გავიცანით ბავშვები და ამასთან ერთად ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე:
ხელების ჰიგიენა
პირის ღრუს ჰიგიენა
სხეულის ჰიგიენა
თმის მოვლა
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და გაგვიზიარეს მათი ცოდნა აღნიშნული თემების ირგვლივ.
შეხვედრა დასრულდა მხიარული თამაშებით, სადაც მათ დიდი ოსტატობა და სიყოჩაღე გამოიჩინეს, ძალიან აქტიურად, ხალისიანად და ენერგიულად დაიწყო და დასრულდა ჩვენი შეხვედრა.