

20 აპრილს, მე და მეორე მოხალისემ ინნა ხელაიამ მოვაწყვეთ ორი შეხვედრა, პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ 2-3 კლასელები, მეორე შეხვედრას კი 4-5 კლასელები. ვისაუბრეთ ჰიგიენაზე და როგორ დავიცვათ თავი მიკრობებისაგან, ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში, საბოლოო ჯამში შესანიშნავი გამოვიდა შეხვედრა პატარებთან.