პროექტის დეტალი

საზაფხულო ბანაკი ნიგვზარის საჯარო სკოლაში

გამოყვეყნების თარიღი: Aug 15, 2021

პროექტის აღწერა

ჰელფინგ ჰენდთან თანამშრომლობით 21 ივნისს, ნიგვზარის საჯარო სკოლაში, საზაფხულო ბანაკი გაიხსნა კორბოულის ზონის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. ჩვენი მიზანია მოსწავლეთა დამეგობრება და საინტერესო შემეცნებით გასართობი აქტივობების ერთობლივად განხორციელება. მეორე დღე ნიგვზარის საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკში. ლაშქრობა იოანე ნათლისმცემლის ტაძრისა და სანთელას ციხის მოსანახულებლად. მოლაშქრეებს ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგები: გულნარა ძინძიბაძე და აკაკი კაპანაძე უწევენ გიდობას. 

ნიგვზარის საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დროს მხიარულად და საინტერესოდ ატარებენ. 24 ივნისის მზიანი დღე დაიწყო მუსიკალური თამაშით - " MELOMONEY". შემდეგ ბავშვები შეხვდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ როლანდ ხოჯანაშვილს, რომელიც ბავშვებს მათ მომავლის გეგმებსა და მიზნებზე ესაუბრა. წაიკითხეს ლექსები თანამედროვე პოეტთა და კლასიკოსთა პოეზიიდან. გაგვაცნეს თავიანთი შემოქმედებაც. იმ დღეს ბანაკის სტუმრები სკოლების კურსდამთავრებულებიც იყვნენ( ჩვენი მკითხველთა კლუბის წევრები) მათ გაიხსენეს საუკეთესო მოგონებები, რომლებიც ჩვენს სკოლასთან აკავშირებთ. ბანაკის წევრებმა ასევე ნახეს და განიხილეს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "შავი თუთა"; ჩაუტარდათ ტრენინგი მედიაწიგნიერებაში -"როგორ ამოვიცნოთ ყალბი ფოტოები, ინფორმაციის გადამოწმების ხერხები"; დღის დასასრულს გაიმართა ამხანაგური შეჯიბრი კალათბურთში ვაჟებსა და გოგონებს შორის. დღემ შთამბეჭდავად ჩაიარა

ნიგვზარის საჯარო სკოლაში Საზაფხულო ბანაკის სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მონაწილეთათვის.  ამჯერად სტუმრებს სკოლის ფიზიკის  კლუბ "ჩხირკედელას"  წევრებმა უმასპინძლეს. ბანაკის მონაწილეებს კლუბის კურატორი  მასწავლებელი ელზა ხარშილაძე   STEM სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. კლუბის ერთ-ერთი მიზანია მოსწავლეებში  ინჟინერიისა და პროგრამირების საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარება.  ნიგვზარელმა "ჩხირკედელებმა"  თანატოლებს მეზობელი სკოლებიდან აჩვენეს თანამდედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ციფრული ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი. სტუმრებმა -- სისვაძეების, კორბოულის  I და  II სკოლების მოსწავლეებმა  თავად მიიღეს მონაწილეობა ელექტრული  მოწყობილობების გამოყენებით სხვადასხვა წრედების შექმნაში. ნიგვზარის სკოლის საზაფხულო ბანაკში IV დღის I აქტივობა ევროპულ ენებზე (გერმანული, ინგლისური)მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ემსახურებოდა. სასაუბრო თემა - "სიყვარული" თავად თინეიჯერებმა შეარჩიეს. აქტივობას ხელმძღვანელობდნენ უცხო ენის პედაგოგები. ღონისძიების ამ ნაწილს ევროპული ცეკვით გამოეხმაურნენ ნიგვზარის სკოლის დაწყებითი კლ. მოსწავლეები. დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღე იყო! ნიგვზარის სკოლის საზაფხულო ბანაკში შეკრებილ მოსწავლეებს, წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისე, ნიგვზარის სკოლის კურსდამთავრებული ნათია ლაბაძე ესაუბრა ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ბანაკის მონაწილეებმა დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები თემის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად.       


პროექტის ავტორი
, იმერეთი