პროექტის დეტალი

სასკოლო საინფორმაცია კამპანია სკრის საჯარო სკოლაში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2022 ჩართული მოხალისეები: 28 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

გრძელდება ჩვენი სასკოლო საინფორმაციო კამპანიების სერია. 10 ნოემბერს, გორის მოხალისეთა მუნიციპალური კლუბის, მოხალისე - თანასწორ-განმანათლებლის ლიდია ბესიაშვილის მიერ, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა -ის დირექტორთან და ადმინისტრაციასთან აქტიური კავშირით და ერთობლივი თანამშრომლობით, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია VII-XI კლასის მოსწავლეებთან.
თავდაპირველად, გავიცანით ერთმანეთი, შემდგომ განვიხილეთ ყველა საჭირო საკითხი, როგორიცაა:
მოხალისეობა, მოხალისე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი", მისი როლი და სხვადასხვა პროექტები, ბანაკები.
გორის მოხალისეთა აწ უკვე მუნიციპალური კლუბის დაარსების ისტორია.
თავდაპირველად გაწერილი მიზნები, შესაძლო და რეალური შედეგები.
პირველი პროექტი ,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში", შიდა ღონისძიებები და კონკურსები.
ახლანდელი პროექტის ,,საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის" შესახებ, დეტალური ინფორმირება.
სად ვიმყოფებით დღეს.
რას მოგვცემს სხვადასხვა სკოლებთან კავშირი.