პროექტის აღწერასკოლის ტერიტორიაზე ყოველწლიურად ეწყობა არაერთი გამოფენა გაყიდვა, თუმცა 2024 წლის ბაზრობა განსაკუთრებულად გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე.
აქტივობა დაიგეგმა სახელოვნებო კლუბ „კრეატორიას“ წევრებთან და მათ მშობლებთან ერთად. ჩართულმა მოხალისეებმა მოაწყეს სპეციალური დახლები და პუნქტები. 26 დეკემბერს კი მოეწყო დიდი საშობაო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ დამზადებული ნივთები, სათამაშოები, ნახატები. მშობლებისა და მასწავლებლების მიერ გამომცვარი ჯინჯერის ორცხობილები და ტკბილეულობა. ადგილზე გვქონდა საინფორმაციო კუთხეები, სახის მოხატვის შესაძლებლობა პატარებისთვის, სახალისო თამაშები და ა.შ.
აქტივობის შედეგად შეგროვდა 2000+ ლარი, რომელიც სრულად გადაირიცხა სკოლის თვითმმართველობის ხაზინაში და მოხმარდა სპორტ დარბაზის აღჭურვას, მიუსაფარი ძაღლების გამოკვებასა და ქველმოქმედებას. პროექტმა გააერთიანა 200ზე მეტი მოხალისე.