პროექტის დეტალი

"საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სარგებლის მიღება,კომპოსტირების გზით."

გამოყვეყნების თარიღი: May 28, 2022 ჩართული მოხალისეები: 7 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მოხალისეებმა შევქმენით კომპოსტი, რადგან საკვები ნარჩენი სათბურის ემისიისა და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზია. საცდელ ეტაპზე ხის/ფიცრის ნაცვლად პლასტმასის კონტეინერი გამოვიყენეთ,მოვიძიეთ ინფორმაცია და სხვადასხვა გამოცდილება გავაზიარეთ. მოხალისეებმა ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის უკეთ გასაცნობად ბუკლეტი შევქმენით , რომელიც სკოლის და სოფლის თემს დავირიგეთ.           
   როგორც ცნობილია,ჩვენთან საკვების ნარჩენის 95%, რომელიც შესაძლებელია, დაკომპოსტირდეს, სხვა ნარჩენთან ერთად იგზავნება ნაგავსაყრელზე , სადაც ის გამოყოფს მეთანს, სხვა სათბურის გაზებს და აბინძურებს გაემოს.
 ამ საქმით დაინტერესებულმა ოთხმა მოხალისემ თანაგუნდელებს და პატარა მოხალისეებს პრაქტიკული საქმიანობით ვაჩვენეთ კომპოსტის დამზადება:  
 რა დავაკომპოსტოთ ?
 რა არ უნდა დაკომპოსტდეს და რატომ?
ვისაუბრეთ კომპოსტირების დადებითი მხარეებზე, თუ როგორ 
ამდიდრებს ნიადაგს, ეხმარება ტენიანობის შენარჩუნებაში, 
 ამცირებს მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს;
 ამცირებს ქიმიური სასუქების საჭიროებას; 
 ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების და ფუნგების გამრავლებას, რაც შლის ორგანულ მასას და წარმოქმნის ჰუმუსს; 
 ამცირებს მეთანის ემისიებს ნაგავსაყრელებიდან და ნახშირბადის წილს ერთ ადამიანზე მათ აუხსნეს, თუ რატომ არის მიღებული ორგანული ნივთიერება საუკეთესო საკვები ნიადაგში მცენარეთა ზრდის დასახმარებლად;
 გამოვიყენეთ კომპოსტირებისთვის საჭიროა ინგრედიენტიები:
გამომშრალი ორგანული მასა, როგორიცაა გამხმარი ფოთლები, თივა ,ვაზის განასხლავი,ნახერხი,ხმელი ტოტები,კვერცხის ნაჭუჭი დაა.შ.
 ნედლი ორგანული მასა, როგრიცაა ხილისა დაბოსტნეულის ნარჩენები, ბალახი და სხვა.
 წყალი 
იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი პროპორციების დაცვით გაკეთდა 3-6 თვეში მივიღებთ კომპოსტს...ამჯერად მას გამოვიყენებთ ოთახის ყვავილების და ,,თავშესაფარში“ მყოფი ბზებისთვის