24 მარტს, ზერტის საჯარო სკოლაში ჩატარდა მოხალისეთა კლუბის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სამომავლო მიზნების დასახვა და გეგმის გაწერა.
დავისახეთ ბევრად უფრო მასშტაბური მიზნები და გეგმები
დავყავით ჩვენი მოხალისეები ჯგუფებად, რათა შექმნან ძალიან მარტივი ე.წ. ,,პოსტერები'' ჰიგიენასთან, კომუნიკაციასთან, კონფლიქტთან და კოვიდ 19-თან დაკავშირებით.
აგრეთვე დავყავით მოხალისეები 4-4 კაციან ჯგუფებად, რათა დაგვეხმარონ ჩვენი სკოლის სხვა ყველა მოსწავლის ინფორმირებაში. აღნიშნული, როგორც ჩვენთვის ისე ჩვენი მოხალისეებისთვის დიდი გამოცდილება იქნება. ასევე გავანაწილეთ, თუ რომელი ჯგუფი, რომელ კლასთან დაგვეხმარება ინფორმირებაში.