პროექტის დეტალი

სამაჯურების დარიგება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 16, 2022 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტ "გაავრცელე სითბოს" ფარგლებში, მომივიდა იდეა, რომ დაგვემზადებინა ლამაზი ფერადი სამაჯურები, სამოტივაციო ფრაზებით და დაგვერიგებინა ქუჩაში ადამიანებისთვის, რათა გაგვეხალისებინა ისინი. ეს ინიციატივა დავპოსტე მოხალისეთა ინკუბატორში, შემოვიკრიბე თანამოაზრეები და ჩემს მეგობრებთან ერთად შევიძინე მძივები,ბისერები და სხვა საჭირო მასალა.შემდეგ კი დავამზადეთ სამაჯურები. სამწუხაროდ,გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ მოვახერხე პირადად დამერიგებინა ისინი, თუმცა ჩემმა ინიციატივამ ჩემი მეგობრების დახმარებით წარმატებით ჩაიარა