პროექტის დეტალი

,,საქველმოქმედო კარადები''

გამოყვეყნების თარიღი: Dec 02, 2020
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

მე გიორგი კვარაცხელიამ, ლევან მაჩიტიძემ და მარიამ შამანაურმა დაგვგეგმეთ პროექტი  „საქველმოქმედო კარადების“ განთავსება თბილისის მეტროსადგურების სიახლოვეს, რადგან სწორედ აქ იყრის ყველაზე მეტი ადამიანი თავს. „საქველმოქმედო კარადები“ იქნება შემდეგნაირად კონფიგურირებული, მას ექნება რამდენიმე განყოფილება: ტანსაცმლისა და წიგნების. ადამიანს, რომელსაც ექნება საშუალება, კარადაში განათავსებს ზემოთხსენებულ ნივთებს, რომლითაც ავტომატურად განახორციელებს მოხალისეობრივ საქმიანობას. ხოლო ადამიანს, რომელსაც ესაჭიროება ეს ნივთები  შეეძლება აიღოს. ეს პროექტი არის გრძელვადიანი, რომელიც დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, ხოლო მეორეს მხრივ საშუალებას მისცემს ხალხს განახორციელონ ქველმოქმედება და მოხალისეობრივი საქმიანობა, რითაც მოხდება მოხალისეობის პოპულარიზაცია.


,,საქველმოქმედო კარადები''
პროექტის ავტორი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0