პროექტი
პროექტის აღწერა
ჩვენი ქვეყნის ისტორია და განვლილი გზა ვფიქრობ ყველა ქართელმა უნდა იცოდეს, თუმცა ამასთან ერთად შესაძლოა ამ ცოდნის საზღვრებს გარეთ გატანის საშუალებაც მოგვეცეს. ჩვენი სკოლა მეგობრობს იაპონიასთან და მრავალი საერთო პროექტი გაგვიკეთებია, ჩვენ ჩვენს კულტურას ვაცნობთ ისინი კი თავისას. მათი მხრიდან დიდი დაინტერესება წამოვიდა მონღოლების პერიოდზე და ძველ ციხესიმაგრეებზე, ჩვენ კი გადავწყვიტეთ ინფორმაციის მიწოდება, 10 მოსწავლე ვმუშაობდით, დავინაწილეთ თემები და დავამზადეთ ერთი დიდი პრეზენტაცია, თავდაპირველად აუცილებელი იყო ზოგადი ინფორმაციის მიწოდება საქართველოზე, ამის მომზადება საკუთარ თავზე ავიღე, მოვიძიე ფოტომასალა, დავამუშავე ტექსი ინგლისურად, გადავამოწმე ინგლისურის პედაგოგთან, ამისთვის დაახლოებით 5 საათი დამჭირდა. პრეზენტაციაში იაპონელებს გავაცანი ქვეყნის ადგილმდებარეობა, კულტურა, დედაქალაქი თბილისი და მისი აღმოჩენის შესახებ ლეგენდა, თემატურად გადავედი ვახტანგ გორგასალზე. ამ პრეზენტაციის საბოლოო სახის შესაკრავად და იდეალურად წარსადგენად მრავალი შეხვედრა და რეპეტიცია დაგვჭირდა, რაც დაახლოებით 8 საათს გულისხმობს, საბოლოოდ შესანიშნავად დავამთავრეთ პროექტი, მივაწოდეთ ინფორმაცია თამარ მეფეზე, ოქროს ხანაზე, ციხესიმაგრეებზე, მონღოლების პერიოდზე და სხვა. მათი მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა კულტურამ, მათაც თავისი ღირსშესანიშნაობები და ძველი კოშკები წარმოგვიდგინეს.