30 მაისს, მოვაწყვე საინფორმაციო შეხვედრა, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან Flex-ის გაცვლითი პროგრამის შესახებ, ვინაიდან და რადგანაც აღნიშნული პროგრამის გამარჯვებული ვარ და ერთ აკადემიურ წელს აშშ-ში გავატარებ.
საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გავაცანი ინფორმაცია პროგრამისა და მათი ფართო შესაძლებლობების შესახებ. მათ ასევე გავუზიარე საკუთარი გამოცდილებები, ვისაუბრეს იმ გამოწვევებსა და წარმატებებზე, რომლებიც ამ პროგრამების მეშვეობით განვიცადე.
ამ შეხვედრებმა საშუალება მისცა ადგილობრივ ახალგაზრდებს უკეთ გაეგოთ საერთაშორისო პროგრამების მნიშვნელობა, მათი შესაძლებლობები და რა გზებით შეიძლება მსგავსი წარმატებების მიღწევა. ვფიქრობ, ჩემმა ინიციატივამ და გამოცდილებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე და წაახალისა მეტი ახალგაზრდა, რომ აქტიურად ჩაერთონ მსგავსი პროგრამების ძიებასა და მონაწილეობის მიღებაში.


