ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში-პროექტის "მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში"ფარგლებში საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა.
ხარგაულის მუნიციპალიტეტის მოხალისე ლიდერებმა შოთი წიქარიშვილმა და გვანცა წიქარიშვილმა დამსწრე საზოგაოებას პრეზენტაცია წარუდგინეს.
ვაშლევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ შოთი წიქარიშვილმა პროგრამის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე,ასევე მომავალ გეგმებზე,დაბრკოლებებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
პროექტი კეთდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდ"-ის მეშვეობით რომელსაც ხელს უწყობს USAID და UNICEF







როგორ ვიცით უმნიშვნელოვანესია ადამიანებმა გაიაზრონ თუ რა არის იმუნიზაცია და რა სარგებლობა მოაქვს მას.ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც ზუსტად ამაზე იყო აგებული.ჩვენი მთავარი მიზანიც ზუსტად ესაა,რომ ადამიანებმა არამარტო გაიგონ ონ იმუნიზაციის მნიშვნელობა არამეტ გაარჩიონ ცრუ და ნამდვილი ინფორმაცია.