პროექტის დეტალი

სააღდგომო აქცია და სამკითხველო

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 5 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

სააღდგომოდ თემში მცხოვრებ ყველა მარტოხელას,ხანდაზმულს და შშმ პირს სააღდგომო პასკები და ტკბილეული მივართვით, ჩერნოვეცკის ფონდს გავუგზავნეთ ტანისამოსი,საკანცელარიო ნივთები და სააღდგომოდ ტკბილეული.

მულტიფუნქციურ სივრცეში სამკითხველოს მოსაწყობად ვაწარმოეთ კამპანია სოციალურ ქსელში,, ერთი წიგნი წვირმის საჯარო სკოლას’’ გამოგვეხმაურა ,,მთიელი წიგნები’’ და გიორგი კეკელიძე,ასევე სხვადასხვა ადამიანებისგან მოხალისეობრივად 50 მდე წიგნი მივიღეთ საჩუქრად.

 მოვიწვიეთ იელის საჯარო სკოლა, მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და ერთმანეთს ზაფხულში წასაკითხი წიგნები ურჩიეს, ასევე მოვიწვიეთ ფარის საჯარო  სკოლა, ვნახეთ დოკუმენტური ფილმი მიტოვებულ სოფლებზე და მარტო დარჩენილ მოხუცებზე, შემდეგ გავმართეთ დისკუსია, ვიმსჯელეთ პრობლემაზე,გადაჭრის გზებზე,სახელმწიფოს და ინდივიდების როლზე სოფლის გაძლიერების საქმეში,მოხალისეების როლზეც. სივრცეში ჩავატარეთ 10 ზე მეტი პრეზენტაცია სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, სარგებელი მიიღო 3ზე მეტმა მოსწავლემ