ქუთაისის ამერიკული კუთხისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის — „America World Cup“ — ფარგლებში ვიყავი თანაორგანიზატორი.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების გაერთიანება სპორტისა და ამერიკული კულტურის გარშემო, მათი ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო თემატიკის აქტივობებში და არაფორმალური განათლების საშუალებით ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა.
ჩემი ჩართულობა მოიცავდა პროექტის ორგანიზაციულ პროცესებში მონაწილეობას, მონაწილეებთან კომუნიკაციას, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მხარდაჭერას, ასევე ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების კოორდინაციას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ინტერაქციული აქტივობა, მათ შორის თემატური ონლაინ შეხვედრები, ფეხბურთის მატჩების ჰაილაითების განხილვა, ინტერაქტიული Kahoot-ვიქტორინა, მონაწილეთა მოსაზრებების გაზიარება და უკუკავშირის მიღება. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობდა მონაწილეებში გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე სპორტული და კულტურული საკითხების უფრო ღრმად გააზრებას.
პროექტში თანაორგანიზატორის როლმა დამეხმარა ღონისძიებების დაგეგმვის, მონაწილეთა კოორდინაციის, გუნდური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ახალგაზრდულ ინიციატივებში მუშაობის გამოცდილების მიღებაში.