პროექტის დეტალი

პროექტის ,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ" შეჯამება

გამოყვეყნების თარიღი: Jul 10, 2022 ჩართული მოხალისეები: 20 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

13 ივნისს, კლუბის ლიდერებმა მოხალისეებთან ერთად მოვახდინეთ პროექტის შეჯამება. ვისაუბრეთ თავდაპირველად დასახულ მიზნებზე, საბოლოო შედეგებზე. აგრეთვე მოხალისეებმა რამდენიმე წინადადებით გაგვიზიარეს მათი განცდილი ემოციები ამ 6 თვის მანძილზე და ისაუბრეს ამ პერიოდში თავიანთი განვითარების შესახებ. შეხვედრის ბოლოს მოხალისეებს გავუნაწილეთ პირველ საგრანტო კონკურსში მოპოვებული რესურსები, რომლის ნაწილიც მივიტანეთ საბავშვო ბაღში.