პროექტის დეტალი

პროექტი ,,YOUTH FOR BETTER FUTURE"

გამოყვეყნების თარიღი: Aug 07, 2023

პროექტის აღწერა

 რუსთავის ამერიკული კუთხის პროექტის ,,თემი ელჩების" ფარგლებში გავიარეთ ტრენინგები სამა კაზრეთელმა ახალგაზრდამ, თუ როგორ უნდა დავწეროთ პროექტი და როგორ ჩავატაროთ კვლევა. ამის შემდეგ ჩვენს თემში ჩავატარეთ კვლევა და დავწერეთ პროექტი. პროექტი გადაგზავნილი იქნა ამერიკის საელჩოში, რის შემდეგაც იგი დაგვიფინანსეს.
პროექტი დაიწყო 3 ივლის და ჩატარდა ლექცია ეკონომიკის შესახებ, რომელსაც მოწვეული ტრენერი გივი გუჯარაიძე წარუძღვა. 5 ივლის - პოლიტიკურ იდეოლოგიებზე ვისაუბრეთ მოწვეულ ტრენერ რევაზ თოფურიასთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის სათემო ცენტრში. 10 ივლის - თვითმართველობის შესახებ ვისაუბრეთ მოწვეულ ტრენერ სამირა ისმაილოვასთან ერთად. 13 ივლის - ნატოსა და ევრო ატლანტიკური კავშირის შესახებ საუბარს დაეთმო, შეხვედრას თემო სუყაშვილი გაუძღვა. ხოლო 18 ივლის ჩავატარეთ იმიტირებული სამიტი ,,საქართველო-რუსეთის ომი 2008". 20 ივლის, კი მოვაწყეთ პატარა გაცვლითი პროგარამა, რის ფარლგებშიც ვესტუმრეთ ბოლნისის საკრებულოს და შესაძლებლობა გვქონდა ასევე შევზვდერილიყავით ბოლლნისის საკრებულოს წევრებს და ახალგაზრდებს დაესვათ კითხვები, ასევე ვესტუმრეთ ელიას მთას და ქვეში ციხეს.


პროექტის ავტორი
, ქვემო ქართლი