პროექტის დეტალი

,,პრობლემები და გამოსავლები"

გამოყვეყნების თარიღი: Dec 24, 2020

პროექტის აღწერა

მიმართულება- განათლება.
ამ აქტივობის ფარგლებში ჩატარდება ერთ საათიანი ონლაინ შეხვედრები კვირაში ორჯერ, შაბათ კვირას, სულ ჩატარდება 6 შეხვედრა. ამ შეხვედრებზე ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ მწვავე პრობლემებზე, ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მაგალითად, ეკონომიკური სტაბილურობის პრობლემაზე საქართველოში, და ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე როგორიცაა უმუშევრობა, ინფლაცია, საექსპორტო ბაზის განუვითარებლობა და ა.შ. ვისაუბრებთ სხვა პრობლემებზეც როგორიცაა პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემაში, ეკოლოგიურ პრობლემებზე და ა.შ. პირველ შეხვედრაზე მონაწილეებს ჩაუტარდებათ დებატების მასტერკლასი პოლიტიკური ელემენტებით. ამ შეხვედრის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან პროექტის დაწერას. პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნებიან პროფესიონალები/პროფეორები იმ სფეროებში, რომლებზეც შეხვედრებზე გვექნება საუბარი და ისინი ამ თემებზე უფრო ღრმა ინფორმაციას მოგვაწვდიან.

ამ აქტივობაში მონაწილეობით მონაწილეებს გაუღრმავდებათ ცოდნა არსებულ და აქტუალურ პრობლემებზე, ისწავლიან გეგმა-გამოსავლის შემუშავებას, განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

აქტივობა გათვლილი იქნება მონაწილეებისთვის 15 წლიდან. ყველა იმ მონაწილეს, რომელიც შეხვედრების უმეტესობას დაესწრება გადაეცემათ სერთიფიკატები.


პროექტის ავტორი
, თბილისი