პროექტის აღწერაბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ხოლო იმისთვის, რომ ბუნებაზე ვიზრუნოთ, პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ ეკოლოგიის მნიშვნელობა და გარემოზე მოქმედი სხვადასხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ფაქტორის გავლენა. სწორედ ამიტომ, 23 მარტს, მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში მოვაწყვეთ ონლაინ შეხვედრა აღნიშნულ თემაზე, რომლის მიზანიც იყო ცნობიერების ამაღლება და შეხვედრის თითოეულ მონაწილეში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება.
აღნიშნული აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო დრო - 2 სთ
აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.
