„პოლარის თუტორინგი“ არის სრულიად მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის მიზანია დაეხმაროს მეორედან მეშვიდე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სასკოლო საგნების უსასყიდლოდ ათვისებასა და გაღრმავებაში. პროექტი სტარტს 8 ივნისს აიღებს და მთელი ზაფხულის განმავლობაში, 10 სექტემბრამდე გასტანს. ჩვენი მიზანია, ბავშვებს შევუქმნათ საინტერესო, მხარდამჭერი სასწავლო გარემო და დავეხმაროთ მათ ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებაში. საზაფხულო ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტი, დიდი ალბათობით, გრძელვადიან ფორმატში გააგრძელებს ფუნქციონირებას.