პროექტის დეტალი

პატარა სიკეთეებს მოაქვს დიდი ცვლილებები!

გამოყვეყნების თარიღი: Apr 10, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

„ცისკო-ფესტი“ - სიკეთის ფესტივალი დაბა ჟინვალში სკოლისა და სოციალური განვითარების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. ფესტივალმა გააერთიანა ყველა თაობა და საშუალება მისცა მათ ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო აქტივობებში ჩართულიყვნენ. ქველმოქმედებით შემოსული თანხა და ნივთები გადაეცა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ჟინვალში.
ფესტივალის ლოზუნგია: პატარა სიკეთეებს მოაქვს დიდი ცვლილებები!
4 დღის განმავლობაში მოხალისეებს საშუალება ჰქონდათ მოეტანათ ნივთები (წიგნები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვ.)
აღნიშნულ ტერიტორიაზე გვქონდა წინასწარ მომზადებული საორგანიზაციო ყუთები და შესაძლებელი იყო ნივთების დამზადებისა, გვქონდა სამუშაო მასალა სამკაულების, თიხის სუვენირების, ნახატების შესაქმნელად. ყველა მსურველს, განურჩევლად ასაკისა, ჰქონდა საშუალება დაემზადებინა გასაყიდი ნივთი, სხვადასხვა სახის სამკაული, სუვენირი, საახალწლო დეკორაციები, ნახატები, თოჯინები და სხვა.
ამის შემდგომ გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, კონცერტი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, საღამოს მოწვეულმა მუსიკოსმა დაუკრა ჟინვალელი ახალგაზრდებისთვის, სადაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საქველმოქმედო საღამოს იდეა და შევაგროვეთ თანხა ოჯახების დასახმარებლად.
მომდევნო დღეს დახარისხდა მიღებული ნივთები ოჯახების საჭიროების მიხედვით და ჩვენს პატარებთან ერთად ვესტუმრებით წინასწარ შერჩეულ ოჯახებს.
„ცისკო-ფესტი“ აერთიანებს ყველა ადამიანს ვისთვისაც სიკეთე და ერთმანეთის დახმარება მნიშვნელოვანია. ზღაპრული კვირეული ბევრი ბავშვის ოცნების ასრულებით დასრულდა, ხოლო დაბა ჟინვალმა შეიძინა ლამაზი ტრადიცია ყოველწლიური ფესტივალის სახით, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები და ზრდასრულები გაერთიანდნენ საინტერესო, სასარგებლო და საქველმოქმედო აქტივობებით.




პატარა სიკეთეებს მოაქვს დიდი ცვლილებები!
პროექტის ავტორი
მცხეთა-მთიანეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მოხალისეობა ჩემთვის მხოლოდ კეთილი საქმის კეთება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, შესაძლებლობა და გზა, რომლითაც დადებითი ცვლილებების ნაწილი ვხდები. მოხალისეობა ჩემთვის არის ხელის გაწვდენა მათთვის, ვისაც სჭირდება დახმარება, მაგრამ, ამავდროულად, ეს არ... განაგრძეთ კითხვა