პროექტის დეტალი

ნატო- ევროკავშირის მოდელირება

გამოყვეყნების თარიღი: Oct 26, 2020

პროექტის აღწერა

სკოლაში მდგრადი და პოზიტიური ცვლილებების დანერგვა მნიშვნელოვანი პროცესია, სწორედ ამიტომ, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გავმართე ნატო- ევროკავშირის მოდელირება. მოსწავლეები გადანაწილდნენ სამ ძირითად კომიტეტში (განათლება, უფლებები, უსაფრთხოება), თითოეულ მათგანს მიენიჭა დელეგატის სტატუსი. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა: გაეუმჯობესებინათ კრიტიკული აზროვნება და უნარ-ჩვევები, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობის უნარები, მიეღოთ მონაწილეობა დებატებში და გამოსულიყვნენ საჯაროდ, ესწავლათ მეტი, პრობლემების გადაჭრის გზებზე და დასწრებოდნენ საინტერესო ტრენინგებს.  კომიტეტის დელეგატებმა ხელმძღვანელთან ერთად შეადგინეს რეზოლუციები, აირჩიეს ორი სპიკერი, რომლებმაც გენერალურ ასამბლეაზე წარმოადგინეს პროექტის მიმდინარეობისას შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, თითოეული კომიტეტიდან გამოვავლინე ერთი გამორჩეული დელეგატი.


პროექტის ავტორი
, იმერეთი