პროექტის დეტალი

ნარჩენების მართვა

გამოყვეყნების თარიღი: Jun 01, 2024 ჩართული მოხალისეები: 7 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ქაღალდი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. სამწუხაროდ, მუდმივი არაფერია და ისინიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მნიშვნელობას კარგავენ. განსაკუთრებით იგრძნობა ეს პროცესი სკოლაში. გაკვეთილების შემდეგ, საკლასო ოთახებში ბევრი საწერი თუ სახატავი რვეულის დაჭმუჭნული და დახეული ნარჩენია. 24 მაისს, ჩემს მოხალისეებთან ერთად მოვაგროვე სკოლაში დაგროვილი მაკულატურა და მას ახალი სიცოცხლე დავუბრუნეთ. მაკულატურა დავაქუცმაცეთ, ცხელ წყალში დავარბილეს, შემდეგ კი დავაბლენდერეთ, გავწურეთ სპეციალურ საწურში და გავაშრეთ. მიღებული ქაღალდის ფურცლები მეორე დღეს დავურიგეთ სკოლაში უმცროსკლასელებს. ამ ინიციატივამ არამარტო მოხალისეებს მოგვცა პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, არამედ თემში წიგნიერების და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი. პროექტმა აჩვენა, რომ პატარა ძალისხმევით შესაძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა და გარემოსდაცვითი საკითხების გაუმჯობესება.