პროექტის დეტალი

მსოფლიო ოკეანის რესურსები

გამოყვეყნების თარიღი: Jun 17, 2022

პროექტის აღწერა

კაზრეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლაში ჰელფინგ ჰენდის რეგიონალური ქსელის ფარგლებში გუნდის წევრებმა ჩავატარეთ მინი პრეზენტაცია თემაზე "მსოფლიო ოკეანის რესურსები". პრეზენტაციას უძღვებოდნენ გუნდის აქტიური წევრები: ნინი მოსეშვილი და მარიამ გვარაძე. გოგონებმა მოამზადეს ძალზედ საინტერესო პრეზენტაცია ოკეანეზე და წყლის რესურსებზე. მათ ისაუბრეს ასევე ზღვის წყალზე, მსოფლიო ოკეანის რესურსების ტიპებზე და ასევე ისაუბრეს მსოფლიოს წყლების მთავარ პრობლემებზეც. პრეზენტაციის განმავლობაში ეკოკლუბის წევრებიც და  მოხალისე მოსწავლეეებიც აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. მათ გამოთქვეს მოსაზრებები სხვადასხვა სახის  პრობლემის გადაჭრის გზებზე, ასევე გაუჩნდათ ძალიან საინტერესო შეკითხვებიც , რომლებზეც პრეზენტატორებისგან მიიღეს ასეთივე საინტერესო და ამომწურავი პასუხები.

მთლიანობაში შეხვედრა იყო ძალზედ ნაყოფიერი, საინტერესო და სახალისოც. მოსწავლეებმა, როგორც თავად აღნიშნეს, ნამდვილად ბევრი რამ გაიგეს ჩვენი აქტიური ეკოკლუბელების პრეზენტაციის შემდეგ