პროექტის დეტალი

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

გამოყვეყნების თარიღი: Dec 26, 2022

პროექტის აღწერა

შობა-ახალი წელი ის ბედნიერი დღესასწაულია, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით, ვერთიანდებით მასთან ბედნიერად შესაგებებლად და უხვად გავცემთ სითბოსა და სიკეთეს. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ მეგობრებისა თუ ახლობლების გარდა ამ დღესასწაულს დედოფლისწყაროს რაიონის მაცხოვრებელ მრავალშვილიან და იმ ოჯახებს უფრო მეტად გავუფერადებთ, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ. მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი პროდუქტი თუ ნივთი 29 დეკემბრიდან დატოვონ ქ.დედოფლისწყაროში, აღმაშენებლის ქუჩა N25-ში. ეს ყველაფერი კი როგორც ახალი წლის, ასევე შობის წინა დღეს დარიგდება შესაბამის ოჯახებში. მჯერა ერთად შევძლებთ სითბოსა და სიყვარულის გავრცელებას. "სიკეთის არც ერთი ქმედება, რაც არ უნდა მცირე იყოს, არასოდეს იკარგება".


პროექტის ავტორი
, კახეთი