პროექტის დეტალი

,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ"

გამოყვეყნების თარიღი: Feb 26, 2022

პროექტის აღწერა

პროექტს ,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ" ანხორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი" რომლის ფარგლებშიც ჩვენ, მოზარდებმა დავიწყეთ მოხალისეობრივი საქმიანობა ჩვენ მუნიციპალიტეტებში. პანდემიის პრევენციისათვის. ჩემი მიზანია სკოლაში კლუბის ჩამოყალიბება, რომელიც ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებით ჯერ მოახდენს სკოლის საზოგადოების ინფორმირებას შემდეგ კი გავა თემშიც. მე ჩემს დასთან ერთად (ჩვენ ვართ მოხალისე ლიდერები მუნიციპალიტეტში) ვგეგმავ ტრენინგებს, შეხვედრებს იმისთვის, რომ მოსწავლეებს გავაცნოთ რას ნიშნავს მოხალისეობრივი საქმიანობა, რაოდენ მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების სწორად დაცვა, რომ თავიდან ავირიდოთ ინფექციები და ზოგადად რა როლი გვაქვს ჩვენ პანდემიის პრევენციის პროცესში. აგრეთვე ვგეგმავთ ონლაინ სივრცეში სხვა მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ კლუბებთნ შეხვედრებსა და იდეების გაზიარებას. ჩვენ ასევე აქტიურად ვითანამშრომლებთ პროექტის წამომწყებ ორგანიზაციასთანაც, თუ შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში ტრენინგს დავგეგმავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელ ნინი ბუაძესთან, რომელიც ახალგაზრდებს უფრო დეტალურად გააცნობს ჰიგიენის დაცვის წესებს. როდესაც ჩვენ გადავალთ რეგიონის სკოლების ინფორმირების ეტაპზე თანამშრონლობას დავიწყებთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა დაგვიფინანსონ ტრანსპორტისა, თუ საჭირო აქტივობის განსახორციელებელი მასალის თანხები, რადგან ჩვენ ვაპირებთ პოსტერების დამზადებას, რომელზეც იქნება ჰიგიენასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციები.


პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

მე ვარ თათია მსხვილიძე 16 წლის. მოხალისეობრივი საქმიანობა 2022 წლის თებერვლიდან დავიწყე და დღემდე დიდი სიამოვნებით ვაგრძელებ.სანამ ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ში მივიდოდი ცოტა ადრე დავიწყე, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც აქ მივიღე შეუცვლელია. ფ... განაგრძეთ კითხვა