,,მოვუფრთხილდეთ დედამიწას, ის არ უჩუქებიათ ჩვენს მშობლებს იგი ჩვენმა შვილებმა გვათხოვეს."
გამოყვეყნების თარიღი: Nov 25, 2024
ჩართული მოხალისეები: 20
მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი
პროექტის აღწერა
ეს ჩემი და ჩემი კლასელების მიერ დაარსებული კლუბ ,,არტიას" პირველი პროექტი გახლდათ. სპეციალურად ამ დღისთვის, პატარა ტრენინგის ჩასატარებლად მოვიწვიე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები, მათ ისაუბრეს გლობალურ პრობლემებზე, მდგრად განვითარებასა და მათი განხორციელების გზებზე, აგრეთვე იმაზე თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ეკოლოგიური კეთილდღეობის კუთხით. ტრენინგის მიზანი, სსიპ 147-ე საჯაროსკოლის, 7-9 კლასელებში ცნობიერების ამაღლება გახლდათ გარემოსდაცვის კუთხით. მათ უნდა გაეთვითცნობიერებინათ, რომ დედამიწა არაა ჩვენი პირადი საკუთრება და რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ მოვუფრთხილდეთ და ასე გადავცეთ იგი ჩვენს მომავალ თაობებს. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა, რა თქმა უნდა, ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლების მითითებით, სკოლის ეზოში , კლუბ ,,არტიას" მიერ შეძენილი ვარდისა და ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლების მიერ წამოღებული უთხოვარის ნერგები დარგეს. ჯამში ძალიან სახალისო, შემეცნებითი და ეკოლოგიისთვის სასარგებლო აქტივობებით დატვირთული დღე გამოგვივიდა.
ვურთავ ამ დღის (26 აპრილი) შესაბამის ფოტო-ვიდეო მასალას: