პროექტის დეტალი

მოსწავლეები მასწავლებლის როლში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 25, 2024 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

   USAID-ის პროექტის შთაგონებით, 147-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო კლუბ ,,არტიას" სახელით განვახორციელეთ იდეა ,,მოსწავლეები მასწავლებლის როლში", რაც გულისხმობდა სასკოლო ცხოვრების სრულიად სხვა რაკურსით ხილვას, არა როგორც მოსწავლის, არამედ როგორც მასწავლებლის. ეს იყო სრულიად ახალი გამოცდილება, რომელმაც გამოგვამუშავებინა ახალი უნარ ჩვევები, თუ როგორ უნდა დაგეგმო გაკვეთილი, როგორ უნდა შეიტანო საგაკვეთილო პროცესში სიახლე, როგორ უნდა მართო კლასი, შეძლებისდაგვარად ჩართო საგაკვეთილო პროცესში ყველა და ა.შ. მოგვეცა საშუალება ვყოფილიყავით ისეთი მასწავლებლები, როგორიც გვსურდა  რომ  გვყოლოდა. თავისმხრივ მოსწავლეებისთვისაც სასიამოვნო იყო თავისზე არცთუისე უფროსი მოსწავლეების მიერ ჩატარებული გაკვეთილი, სახალისო აქტივობებით გაეცნენ მრავალ ახალ ინფორმაციას. მოკლედ, ძალიან პროდუქტიული დღე იყო ,,მასწავლებლებისთვისაც" და მოსწავლეებისთვისაც.