მოგესალმებით 👋
მინდა გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო და პრაქტიკული ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებით დაგეხმარებათ ახლა, როდესაც რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და იმყოფებით არჩევანის გაკეთების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ მეც აბიტურიენტი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ღია კარის დღეს დავესწარი, გადავიზეპირე უნივერსიტეტების საიტებზე დატანილი ინფორმაცია და მეტნაკლებად გავერკვიე სასურველი ფაკულტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებუების გამოცდილებით, მაინც დამრჩა ბევრი გაურკვეველი კითხვა, რომელიც უკვე სტუდენტობისას გავიგე. რეალურად მაკლდა სტუდენტების გულწრფელი გამოცდილება — როგორია სწავლა შიგნიდან, რა გარემოა, რა სირთულეებია და რას უნდა ელოდო.
ზუსტად ამიტომ ვიწყებ ამ ინიციატივას 👇
📌 ვგეგმავ შეხვედრების სერიას, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტუდენტები გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას:
• როგორია სწავლა რეალურად (არა რეკლამური ვერსია)
• რა რესურსები და შესაძლებლობებია
• როგორი გარემო და მიდგომებია უნივერსიტეტში
• რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეთ
• რას არ ხედავთ უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე
• როგორ მართოთ დრო და დატვირთვა
🎯 მიზანია, არჩევანი გააკეთოთ ინფორმირებულად, გამარტივებულად და თავიდან აირიდოთ დროის და ენერგიისა დაკარგვა.
📍 შეხვედრები ჩატარდება ონლაინ ფორმატში (Google meet), თითოეული 60–90 წუთი და მოიცავს როგორც მიმოხილვით ისე კითხვა-პასუხის სესიას — შეძლებთ თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პირდაპირ პასუხების მიღებასაც.
📣 თუ გაინტერესებთ — დაპლიუსდით კომენტარებში (+)
და აუცილებლად მიუთითეთ:
➡️ უნივერსიტეტი
➡️ ფაკულტეტი
➡️ სპეციალობა
⚠️ პირველი შეხვედრები დაიგეგმება ყველაზე აქტიური მოთხოვნის მიხედვით — ამიტომ თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია.
📤 გაუზიარეთ მეგობრებსაც, ვისაც ეს ეტაპი ახლა აქვს — შეიძლება სწორედ ეს ინფორმაცია დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
გელოდებით აქტიურად ✨
#მოხალისეობაგადამდებია #აბიტურიენტები #აირჩიეგააზრებულად #სტუდენტურიცხოვრება #უნივერსიტეტი #განათლება #studentlife