პროექტის დეტალი

მოხალისეთა პროგრამა თბილისის ახალგაზრდებისთვის - მარტის თვე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 18, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში მენტორობას ვუწევდი რამდენიმე ახალბედა მოხალისისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს, ეს "ჰელჰინგ ჰენდის" ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში "მოხალისეთა პროგრამა თბილისის ახალგაზრდებისთვის" განვახორციელე.

მარტის თვეში შესრულებულ აქტივობებს აქ იხილავთ:

  • 1 მარტს, ოფიციალურად გავხსენით პროგრამა მე და სხვა მენტორებმა, აქ ახლბედა მოხალისეებს გავაცანით მოხალისეობრივი კულტურის მნიშვნელობა, პროგრამის კრიტერიუმები, სხვა გასათვალიწინებელი წესები, ასევე დავგეგმეთ აქტივობები ჩვენ მოხალისეებთან ერთად, რომელებიც შემდეგი ორი თვის განმავლობაში განვახორციელეთ. ამ აქტივობაში ჩართულობით შევაგროვე ორი მოხალისეობრივი საათი.



  • ამის შემდეგ, შევქმენი საკომუნიკაციო ჩათი და ჩავატარე საორიენტაციო შეხვედრა მოხალისეებთან, აქ მათ კითვებს ვუპასუხე და ჩვენი მოხალისეორბივი საქმიანობა უკეთესად დავაორგანიზეთ, გავწერეთ თარიღები და როლები, ასე დავიწყეთ მუშაობა. ამ შეხვედრაზე ორი მოხალისეობრივი საათი დავაგროვე. 



  •  ჩვენი პირველი აქტივობა გახლდათ პრეზენტაცია არაფორმალური განათლების შესახებ, ჩვენ მოვიძეთ საჭირო რესურსები და შესაძლებელობები, დამსწრეებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, გავლილი კურსები, ოლიმპიადები, გაცვლითი პროგრამები და სხვა გამოსადეგი პროექტები.
        შეხვედრის წარმატებით წარმართვისთვის ინფორმაციის და შესაძლებლობების მოძიება, ორი                  სატესტო შეხვედრის ჩატარება, საბოლოო შეხვედრისთვის დამსწრეების მოზიდვა/სოციალურ                  ქსელებში გავრცელება და პრეზენტაციის ჩატარება დამჭირდა. ამით ოთხი საათი შევაგროვე. 



  • ჩვენი აზრით, საზოგადოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მიუსაფარი ცხოველების მიმართ უპასუხისმგებლობაა, ამიტომაც ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტე პოსტერები დამემზადებინა და ამით ცნობიერებაც აგვემაღლებინა.                                                            ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან მოხალისეები და ჩვეულებრივი პიროვნებები ცხოველებს, ასევე რას აკეთებენ ორგანიზაციები და წარმოვაჩინეთ წარმატებული პროეტქები.ამ აქტივობის დასაორგანიზებლად საათ ნახევარი დამჭირდა.


  • მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, კიდევ ერთი აქტივობა გამვახორციელეთ, მათთვის სასარგებლო საკვები შევიძინეთ და ვარკეთილის სხვადასხვა პარკში ისინი დავაპურეთ. აქ ორი მოხალისეობრივი საათი დავაგროვე. 


  • პროგრამის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, რომ მოხუცებულებსაც დავხმარებოდით, ამისთვის ვეწმიეთ "კათარზისს" და აქ მომუშავე წევრებს შეძლებისდაგვარად მივეხმარეთ სასადილოში და კვების შემდეგ მის დასუფთავებაში. აქ მოხალისეობრივი აქტივობისთვის ორი საათი გამოვყავი.

  • მარტის თვეში, ორმა მენტორმა დავგეგმეთ დასუფთავების აქცია დიღმის პარკში, რადგან ეკოლოგიურ გამოწვევების შესაჩერებლად ქმედებაც უმნიშვნელოვანესია მოხალისეებისთვის. დასუფთავების აქცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


  • პირველი ვიზიტის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვეწვიეთ "კათარზისს" და დავეხმარეთ იქ მომუშაბე პერსონალს სასადილოს მოწესრიგებასა და დალაგებაში. ამჟამად, "კათარზისში" ორი საათი ვმოხალისეობდი.



  • შემდეგი აქტუალური თემა, რომელთან დაკავშირებით ჩავთვალეთ, რომ შეხვერდა აუცილებელი იყო, არის ხელოვნული ინტელექტი. ჩვენ ეს პრეზენტაცია რამდენიმე ნაწილად გავყავით, ვისაუბრეთ ზოგადად AI-ს შესახებ, წარმოვაგდინეთ გამოსადეგი რესურსები, რომლებიც იყენბენ ხელოვნურ ინტელქტეს და ეხმარებიან ახალგაზრდებს განათლების მიღებასა და განვითარებაში, ასევე, განვიხილეთ რისკები და ეთკური ხმარების მნიშვნელობა. დამსწრეებს რჩევები მივეცით, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ AI საკუთარი თავისა და საზოგადოების სასიკეთოდ.
        შეხვედრის წარმატებით წარმართვისთვის ინფორმაციის და შესაძლებლობების მოძიება, ორი                  სატესტო შეხვედრის ჩატარება, საბოლოო შეხვედრისთვის დამსწრეების მოზიდვა/სოციალურ                  ქსელებში გავრცელება და პრეზენტაციის ჩატარება დამჭირდა. ამას ოთხი საათი მოვანდომე.




  • მარტის შუა რიცვებში, საჭიროდ ჩავთვალე საორგანიზაციო შეხვედრის ჩანიჩვნა ჩემს ჯგუთან, აქ ჩვენს ინტერესებზეც ვისაუბრეთ და ამის მიხევდით დავგეგმეთ სხვა მოხალისეორივი აქტივოებები, ასევე მსურდა, რომ ჩემი იდეებიც გამეზიარებინა და მათთაც გაითველისწინეს ეს ყველაფერი. შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.




  • დასუფთავების აქციების გადრა, ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება გვსურდა, ამიტომაც გუნდმა ერთობრილივად ვიმუშავეთ პოსტერებზე, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავავრცელეთ. 
        პოსტერების საშუალებით, ავხენით მოხალისეებისა და საზოგადოების სხვა წევრების როლი თუ პასუხიმგებლობა გარემოს წინაშე. ვახსენეთ ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ დათბობასა და სხვა სერიოზულ პრობელებს ებრძვეიან და წარმატებული ისტორიებიც განვიხილეთ, აქტივობაში საათ ნახევარი დავაგროვე.



  • ამ თვის განმავლობაში, ახალი მონაწილეების დამატების შესაძლებლობაც მომეცა, ამიტომაც ორჯერ გამოვიყენე შანსი და ახალბედა მოხალისეები შემოვიერთე. მათ ცალ-ცალკე ავუხსენი პროგრამს მიზანი, წესები და კრიტერიუმები და ჩვენი აქტივობების დაგეგმვაშიც მიიღეს მონაწილეობა. პირველი შეხვედრა დაახლოებიღ ერთი საახის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეორეც იმავე დროით.


აქტივობების დანარჩენი ნაწილი აპრილის თვიში განვახორციელეთ, ამისთვის ცაკლე იდეა/პროექტია შექმნილი ამ ვებგვერდზე და შეგიძლიათ იქ იხილოთ. 
"მოხალისეთა პროგრამა თბილისის ახალგაზრდებითბის" ინიციატივისა და ამ აქტივობების სინამდვილის დასამტკიცებლად
1. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ფეისბუქის გვერდი: Helping Hand Volunteers in Tbilisi
2. დაგვიკავშირდეთ ჩვენს მეილზე : discussionclub.hh@gmail.com
3. ასევე, შეიძლიათ დაუკავშირდეთ პროგრამის ექვსი მენტორიდან ერთ-ერთს ან წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილოდს მფოლობელს (2024), ლიზი ლომიძეს.


მოხალისეთა პროგრამა თბილისის ახალგაზრდებისთვის - მარტის თვე
პროექტის ავტორი
თბილისი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

გამარჯობა, მე ვარ ლიზი, ქალაქ თბილისიდან. მოხალისეობა დავიწყე ახლომდებარე პარკებში მიუსაფარი ცხოველების დაპურებით და ამის შემდეგ ჩავერთე ორგანიზაცია "ჰელფინ ჰენდის" რამდენიმე პროექტში.ჩემთვის ყველაზე საინტერესო მოხალისეობრივი სფეროებია : განათლება, ტ... განაგრძეთ კითხვა