პროექტის აღწერაჩვენს ქალაქში, 2025 წელს პირველად ჩატარდა მასშტაბური სპორტული ღონისძიება, რბენა. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ქალაქ ფოთში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას მსგავსს მნიშვნელოვან ღონისძიებებში.
მოხარული ვარ, რომ ვიყავი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ნაწილი, როგორც მოხალისე 2 დღის განმავლობაში. ამ პროექტის ფარგლებში გავიცანი არა ერთი ადამიანი, გავიგე მეტად საინტერესო ორგანიზაციის "ივენთების მხარდამჭერი ორგანიზაციის" შესახებ. გავიცანი ახალგაზრდა მოხალისეები რომლებთან ერთადაც აუცილებლად განვახორციელებ საინტერესო პროეტტებსა თუ ინიციატივებს. 