პროექტის დეტალი

მოიკითხე ყველაგნ პირველი ქართული USB კაბელი!

გამოყვეყნების თარიღი: Jun 25, 2022 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა



მოხალისეები  წეროვანის  დევნილთა დასახლებაში მდებარე  ,,ტენეს" კომპანიას ეწვივნენ და გადასამუშავებლად  200 -ზე მეტი(დაპრესილი) ბოთლით  და თავსახურით მოამარაგეს. პროფესიონალებით შემდგარმა გუნდმა მოხალისეებს გააცნეს კომპანიის დაარსების მიზანი.. დაათვალიერებინეს საწარმო და   დეტალურად აჩვენეს პლასტმასი გადამუშავების ყველა ფაზა. გარკვეული პროცედურებში მაგ. ცხელი დნობის პრესის გამოყენებასა და ლაზერით ასოების ამოტვიფრაში  მოხალისეებიც ჩართეს . ,,დღეს პლასტმასით დაბინძურება მსოფლიოში ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა.საქართველოში ეს პრობლემა კი უფრომწვავეს დგას,რადგან ჩვენთან არ ხდება მყარი ნარჩენის სეპარირება შემდგომი რეციკლირების მიზნით.ნაგვის პოლიგონებზე მოხვედრილი პლასტამსის ბოთლი წამლავს  ნიადაგს ტოქსიკური ნივთიერებებით.სწორედ ამიტომ ტენეს გუნდში გადავწყვიტეთ შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედება და წარმოებაში გამოვიყენოთ ერთხელ უკვე გამოყენებული პლასტმასა ,რომელსაც  სხვადასხვა გზით მოვიპოვებთ აღნიშნა ,,ტენეს" მენეჯერმა. სიახლეა ის,რომ    მათი თანამშრომლობის გააფორმება მოხდა  KHIDI-სთან ,რომლის თანახმადაც საკლუბო საღამოებზე გამოყენებული ნებისიერი სახის პლასტმასის ნივთი მოხვდება სპეციალურ ურნებში და გადამუშავდება მათთან.

    ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  დირექტორის ალ.ლილუაშვილის ინიციატივით ქარხანა   სრულად განახლებად ენერგიაზე გადავიდა.ამიერიდან არცერთი კუბური მეტრი ნახშირორჟანგი აღარ გამოიფრქვევა   USB კაბელების წარმოებისას.80 პანელიანი მზის ბატარეა გამოიმუშავებს 35კვტ/სთ ენერგიას,რაც  ნიშნავს 8 ოჯახის მოამარაგებს სუფთა ენერგიით.

  ასე,რომ კომპანია ტენეს მთავარი დევიზია ,,ნულოვანი  ემისია წარმოებაში! ნულოვანი ზიანი გარემოს!"