პროექტის დეტალი

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა

გამოყვეყნების თარიღი: Jan 12, 2023

პროექტის აღწერა

ჩვენ სკოლაში ჩამოყალიბებულია სამოქალაქო კლუბი: "მსოფლიო მოქალაქეები", რომლის ინიციატივითაც ხარაგაულის მოხალისეთა კლუბთან თანამშრომლობით მოვაწყვეთ აქცია: დავაპუროთ ცუგები. ხარაგაულში ბევრი მიუსაფარი ძაღლი და კატაა, ამიტომ შევიძინეთ მათი გამოსაკვები პროდუქტი და მიზნის შესრულების შემდგომ მივმართეთ მერიას წერილით, აღნიშნული პრობლემის შესახებ. უახლოეს მომავალში მოხდება ამ უპატრონო ცხოველებისთვის ადგილის გამოყოფა, სადაც ისინი ერთად დაბინავდებიან და სპეციალურად მათთვის გამოყოფილი საკვებით დაპურდებიან.
აღნიშნული აქტივობის სანახავად გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/natia.bablidze.16/videos/467207338867994/?mibextid=Nif5oz


პროექტის ავტორი
, იმერეთი

მე ვარ ლიზი კურტანიძე, 13 წლის, ხარაგაულიდან. აქამდე არასდროს მქონია მოხალისეობრივი გამოცდილება, მაგრამ როდესაც ჩემი ცხოვრება ჰელფინგ ჰენდის ორგანიზაციას დავუკავშირე, მივხვდი რომ მეც მინდა მერქვას მოხალისე, შევცვალო ბევრი ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ... განაგრძეთ კითხვა