პროექტი
პროექტის აღწერა
დღესდღეობით ძირითადად ინფორმაციას ვიღებთ სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა შესაძლოა ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი გავხდეთ, ამასთან ერთად სახიფათოა ონლაინ კომუნიკაცია უცხო პირებთან. იმისთვის რომ სასკოლო საზოგადოებამ ეს პრობლემა თავიდან აირიდოს საჭიროა ინფორმაციას ფლობდეს ამაზე, ამიტომ სკოლის მასშტაბით მე და რამდენიმე თანასკოლელმა ვაწარმოეთ პროექტი "მედიაწიგნიერება". თავდაპირველად მოვაგროვეთ ინფორმაცია, მის სინამდვილეში დასარწმუნებლად გადავამოწმეთ სხვა წყაროები რადგან თავადაც არ გავმხადიყავით ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი, დაზუსტებული ინფორმაციით შევქმენით პრეზენტაცია, სადაც თვალნათლივ წარმოვადგინეთ ტროლ/ბოტები და ყველა საზიანო შედეგი რაც მათ მოაქვთ, პირადი ინფორმაციის დაცვა რატომ არის მნიშვნელოვანი და ა.შ. ამ ყველაფრისთის 4 საათი დამჭირდა, სულ 8 მოზარდი ვმოლაწილეობით, დავინაწილეთ კლასები, მე 8 კლასში ვიყავი, თითოეულში 30 წუთი დაგვჭირდა, შესაბამისად როგორც პრეზენტატორმა 4 საათი ვიმოხალისევე, თაბახის ფურცელზე საგაკვეთილო პროცესშივე დავამზადეთ ჩანახატები და ბავშვებმა 5 წუთში წარადგინეს ნახატიც და ისიც თუ რა გაიგეს ჩატარებული გაკვეთილიდან, შედეგად ბავშვებმა შეიტყვეს იმ საფრთხეების შესახებ რასაც შესაძლოა სოციალური ქსელები უქმნიდნენ და როგორ შეუძლიათ ამისგან თავდაცვა.