პროექტის დეტალი

ლიტერატურული კლუბი

გამოყვეყნების თარიღი: May 02, 2024

პროექტის აღწერა

ახაშენის საჯარო სკოლაში არსებობს ლიტერატურული კლუბი, რომლის გუნდის ლიდერიც ვარ. გადავწყვიტე რომ სკოლის მოსწავლეებში ხელი შემეწყო მათი წიგნიერების დონის ამაღლებას. ბავშვებს 1 კვირის განმავლობაში უნდა წაეკითხათ წიგნი სახელად „ჯინსების თაობა", რადგან ვფიქრობ, 14 წლის ასაკისთვის შესაფერისია. მათი დიდი მოტივაციის შედეგად ერთ კვირაზე ადრე დაასრულეს კითხვა. შემდეგ ერთად გავმართეთ დისკურსია, გავცვალეთ აზრები ერთმანეთში, განვიხილეთ, თუ ვის რა მოეწონა, რა არ მოეწონა, რას შევცვლიდით წიგნში, კიდევ წავიკითხავდით თუ არა ასეთი ჟანრის ნაწარმოებს და რა თქმა უნდა, უმრავლესობა ძლიერ დაინტერესებული დარჩა ამ წიგნით. ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა.