ძვირფასო მოხალისეებო, ხვალ, 31 ივლისს, მე და ჩემი მეგობარი (მოხალისე) - გიორგი ბოლღაშვილი - ვგეგმავთ დღისით, 12:30-ზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას, კონკრეტულად ზედა ტყის. საჭირო აღჭურვილობა (ნაგვის ცელოფნები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარი..) უზრუნველყოფილი იქნება.
მოცემული აქტივობა ხელს შეუწყობს ადამიანებისა და ცხოველებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნას.
გთხოვთ, შემოგვიერთდით, ერთად გავატაროთ დღე კეთილი საქმის კეთებაში!