პროექტის აღწერაევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში, ჩემი ინიციატივით სკოლაში ჩამოვაყალიბე არაფორმალური, სახელოვნებო კლუბი „კრეატორია“ რომელიც ვაქციეთ სივრცედ სადაც ვითარდებით ურთიერთობებში. ხელოვნების მიმართულება კი საშუალებას გვაძლევს სწორად და ამომწურავად გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალიზმი, გრძნობები და ინტერესები.
ეს არ არის მხოლოდ კლუბი რომელიც ერთის მხრივ სახელოვნებო სფეროთი დაინტერესებულ მოსწავლეებს ეხმარება რეალიზაციასა და განვითარებაში, არამედ ეს არის ადგილი სადაც მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები სწავლობენ ერთმანეთზე ზრუნვასა და ერთად აძლიერებენ ურთიერთობებს, რომელიც სკოლებს სამომავლოდ დაეხმარებათ ახლო კომუნიკაციასა და მნიშვნელოვანი პრობლემების მყისიერად აღმოფხვრაში.
კლუბის საქმიანობამ ქალაქში გააერთიანა კერძო და სამოქალაქო სექტორი ერთი მიზნისკენ, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ინტეგრირება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად. კლუბში გაწევრიანებულია ჩვენი სკოლის 45 მოსწავლე, მათი მშობლები,
14 მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის 4 წარმომადგენელი.
კრეატორიას საქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად იხილავთ ჩემ მიერ ატვირთულ პროექტებსა და იდეებში.