პროექტის დეტალი

,,კრეატიული კლუბის ჩამოყალიბება''

გამოყვეყნების თარიღი: Nov 02, 2020

პროექტის აღწერა

კრეატიული კლუბის ჩამოყალიბება,  საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვის მოწყობა და სტუმრობა ქარელის კეთილდღეობის ცენტრში და სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებთან.

მიზანი:ბავშვებს შეავსწავლო ხელსაქმე და მათთან ერთად გავულამაზო და კიდევ უფრო მეტად შევუქმნა საახალწლო განწყობა შშმ პირებს და სხვა ბავშვებს.

ძირითად პრობლემად შეიძლება მივიჩნიოთ ის,რომ ხშირ შემთხვევაში შშმ პირებს მხარდაჭერა,ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენი მხრიდან,რათა მათ თავი არასრულფასოვნად  და საზოგადოებისგან გარიყულად არ იგრძნონ თავი.ამიტომ მას შემდეგ რაც კრეატიულ კლუბში დავამზადებთ ნივთებს შემდგომ ნაწილს მათ გადავცემთ და შევეცდებით რომ ამ მცირე საჩუქრებით გავაბედნიეროდ.გარდა ამისა,ჩემს ირგვლივ არ არსებობს მსგავსი წრე,სადაც ბავშვები ხელსაქმეს ისწავლიან ან თუ არის ისიც ქალაქში,რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ოჯახებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ მითუმეტეს ამ ეკონომიკური კრიზისის დროს,რაც კოვიდ19ის დროსაა.აქვე ვიტყვი იმასაც,რომ მე ვარ თვითნასწავლი,რომელმაც ყველაფერი იუთუბიდან ვისწავლე. ამიტომ ყველას შეუძლია ამის სწავლა.


პროექტის ავტორი
, შიდა ქართლი